Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

აკრედიტებულია დომინიკის თანამეგობრობაში, დომინიკის რესპუბლიკაში, გვატემალის რესპუბლიკაში, ჰონდურასის რეპუბლიკაში, სენტ-ვინსენტსა და გრენადინებში, იამაიკაში, პანამის რესპუბლიკასა და კოსტა-რიკის რესპუბლიკაში

საქართველოს ელჩი მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდა

 
2024 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს ელჩმა, ზაზა გაბუნიამ შეხვედრა გამართა მექსიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, მარია ტერესა მერკადოსთან.
 
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და მექსიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე, მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობასა და საერთო ინტერესების სფეროებში ქვეყნებს შორის არსებული კავშირების გამყარებაზე.