Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

აკრედიტებულია დომინიკის თანამეგობრობაში, დომინიკის რესპუბლიკაში, გვატემალის რესპუბლიკაში, ჰონდურასის რეპუბლიკაში, სენტ-ვინსენტსა და გრენადინებში, იამაიკაში, პანამის რესპუბლიკასა და კოსტა-რიკის რესპუბლიკაში

ელჩი პანამის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

მიმდინარე წლის 25 იანვარს, პანამის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა ზაზა გაბუნიამ (რეზიდენციით ქ. მეხიკო) შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ვლადიმირ ადოლფო ფრანკო სოუსასთან.
 
ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების გამართვის აუცილებლობაზე ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების კუთხით. ელჩმა აღნიშნა, რომ 2023 წლის მაისში პანამაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი და ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის გამართული კონსულტაციები ადასტურებს საქართველოს ინტერესს, კიდევ უფრო გაამყაროს კავშირები პანამურ მხარესთან. მინისტრის მოადგილემ საქართველოსთან არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.
 
საუბრისას, ელჩმა მადლობა გადაუხადა პანამის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის.
 
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პანამის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი, ისბეთ ქიელი და პანამაში საქართველოს საპატიო კონსული, ერასმო პინილია.