Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

აკრედიტებულია დომინიკის რესპუბლიკაში, გვატემალის რესპუბლიკაში, ჰონდურასის რეპუბლიკაში, იამაიკაში, პანამის რესპუბლიკაში, კოსტა-რიკის რესპუბლიკაში, ელ-სალვადორის რესპუბლიკასა და ბელიზში

საქართველოს საელჩოში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

26 მაისს მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში გაიმართა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება, რომელსაც ესწრებოდნენ მექსიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ქართული დიასპორის, მასმედიის, საზოგადოებრივი და საქმიანი წრეების წარმომადგენლები.
 
ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა მექსიკური ანსამბლ „ავაჯის” კონცერტი. ანსამბლი „ავაჯი” 4 წელია რაც დაფუძნდა და მის რეპერტუარში მხოლოდ ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლებია. მოწვეულ სტუმრებს ჰქონდათ საშუალება დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო.