Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

აკრედიტებულია დომინიკის თანამეგობრობაში, დომინიკის რესპუბლიკაში, გვატემალის რესპუბლიკაში, ჰონდურასის რეპუბლიკაში, სენტ-ვინსენტსა და გრენადინებში, იამაიკაში, პანამის რესპუბლიკასა და კოსტა-რიკის რესპუბლიკაში

კვარტეტმა "რანინამ" მექსიკაში კონცერტები გამართა

მექსიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 2024 წლის 4 ნოემბერს ქ. მეხიკოს მთავარ საკონცერტო დარბაზში, ემბლემატურ Palacio de Bellas Artes-ის შენობაში, გაიმართა ცნობილი ქართული კვარტეტის „რანინას“ კონცერტი.

კონცერტის ფარგლებში, ქართველმა მუსიკოსებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე შეასრულეს საქართველოსა და მექსიკის ჰიმნები, ქართული პოლიფონიური და ქალაქური სიმღერები. კონცერტის მიმდინარეობისას კვარტეტთან ერთად რამდენიმე ქართული სიმღერა შესრულდა მექსიკელი მომღერლების თანამონაწილეობით.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულ კონცერტს დაესწრო 250 ადამიანი, მათ შორის მექსიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატები, კულტურისა და სხვა მრავალი სფეროს წარმომადგენლები. კონცერტის დასრულების შემდეგ, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, სტუმრებისათვის მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაცია.

1 ნოემბერს, სანტა ლუსიას საერთაშორისო ფესტივალის მიწვევით, კვარტეტმა „რანინამ“ ქ. მონტერეიში სოლო კონცერტი გამართა, რომლის ფარგლებშიც მუსიკოსებმა მექსიკელ და უცხოელ მსმენელს ცნობილი ქართული სიმღერები წარუდგინეს.