მეხიკოს ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერებში განათდა ქ. მეხიკოს უმთავრესი ღირსშესანიშნაობები: მეხიკოს მთავარ, კონსტიტუციის მოედანზე (Zocalo) მექსიკის პრეზიდენტის სასახლე და ქალაქის მთავრობის სახლი, Ángel de la Independencia, Monumento a la Revolución, Fuente de la Diana Cazadora, Monumento a Cuauhtémoc, Fuente de Petróleos.