Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

აკრედიტებულია დომინიკის თანამეგობრობაში, დომინიკის რესპუბლიკაში, გვატემალის რესპუბლიკაში, ჰონდურასის რეპუბლიკაში, სენტ-ვინსენტსა და გრენადინებში, იამაიკაში, პანამის რესპუბლიკასა და კოსტა-რიკის რესპუბლიკაში

საქართველოსა და ელ-სალვადორის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი გაიმართა

მიმდინარე წლის 27 თებერვალს, ქ. სან-სალვადორში გაიმართა საქართველოსა და ელ-სალვადორის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი. საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს უძღვებოდა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია, ხოლო ელ-სალვადორის მხრიდან - მინისტრის მოადგილე, ადრიანა მირა.
 
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ ამერიკის დეპარტამენტის ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების სამმართველოს უფროსი, მაია დევაძე, ამავე სამმართველოს მრჩეველი, ელენე მდივანი, და მექსიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი, აჩიკო გაგუა.
 
ორი ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენლებმა დეტალურად მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით ქვეყნებს შორის არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების საჭიროებაზე. ამ კუთხით, აღინიშნა, როგორც შესაბამისი უწყებების, ისე ბიზნესის სფეროს წარმომადგენელთა ჩართულობის მნიშვნელობა. ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობაზე.
 
ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გააქტიურების პერსპექტივები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეზოლუციებისა და კანდიდატურათა ურთიერთმხარდაჭერის საკითხებზე. მხარეებმა, ასევე, ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია სამხრეთ კავკასიისა და ლათინური ამერიკის რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
 
შეხვედრის დასასრულს მინისტრის მოადგილეები შეთანხმდნენ განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და დანერგონ ორმხრივი კონსულტაციების რეგულარულად გამართვის პრაქტიკა.
 
აღსანიშნავია, რომ კონსულტაციების ფარგლებში, მინისტრის მოადგილეებმა ხელი მოაწერეს “ჩარჩო შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ელ- სალვადორის რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ”.