Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

აკრედიტებულია დომინიკის რესპუბლიკაში, გვატემალის რესპუბლიკაში, ჰონდურასის რეპუბლიკაში, იამაიკაში, პანამის რესპუბლიკაში, კოსტა-რიკის რესპუბლიკაში, ელ-სალვადორის რესპუბლიკასა და ბელიზში

საქმეთა დროებითი რწმუნებული ბახა კალიფორნია სურის შტატის გუბერნატორს შეხვდა

2026 წლის 24 მარტს, ქ. ლა-პასში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქმეთა დროებითი რწმუნებული, ნიკოლოზ სახვაძე შეხვდა ბახა კალიფორნია სურის შტატის გუბერნატორს, ვიკტორ მანუელ კასტრო კოსიოს.
 
განიხილეს ტურიზმის, განათლების, კულტურისა და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის საკითხები და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები.
 
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბახა კალიფორნია სურის შტატის ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრი, როსა მარიბელ კოლინს სანჩესი, მისი მოადგილე, ალონსო გუტიერეს მარტინესი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, ადოლფო დე ლა პენია და საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი, აჩიკო გაგუა.