საქმეთა დროებითი რწმუნებული მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის ახალ გენერალურ დირექტორს შეხვდა
31 ივლისს, საქმეთა დროებითი რწმუნებული, ნიკოლოზ სახვაძე შეხვდა მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის ახალ გენერალურ დირექტორს, სესილია ვილანუევა ბრაჩოს.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა, მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზების შესაძლებლობები და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები.
