Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

აკრედიტებულია დომინიკის თანამეგობრობაში, დომინიკის რესპუბლიკაში, გვატემალის რესპუბლიკაში, ჰონდურასის რეპუბლიკაში, სენტ-ვინსენტსა და გრენადინებში, იამაიკაში, პანამის რესპუბლიკასა და კოსტა-რიკის რესპუბლიკაში

ზაზა გაბუნიამ გვატემალის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქალაქი მეხიკო) ზაზა გაბუნიამ, რწმუნებათა სიგელები გადასცა გვატემალის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბერნარდო არევალოს, რა დროსაც გაიმართა შეხვედრა პრეზიდენტთან.

ელჩმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის, როგორც ორმხრივ ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგზე, მაღალი დონის ორმხრივ ვიზიტებზე.

პრეზიდენტმა კმაყოფილებით აღნიშნა ქვეყნებს შორის ურთიერთობების მზარდი დინამიკა და მზადყოფნა გამოთქვა ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისათვის.