საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მონაწილეობა მიიღო კოსტა-რიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის ღონისძიებებში
2026 წლის 8 მაისს, ქ. სან-ხოსეში, საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ნიკოლოზ სახვაძემ მონაწილეობა მიიღო კოსტა-რიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ლაურა ფერნანდესის ინაუგურაციასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ღონისძიებებში.
ნიკოლოზ სახვაძემ ლაურა ფერნანდესს საქართველოს მთავრობის სახელით გადასცა მილოცვა და წარმატებები უსურვა საპრეზიდენტო მანდატის განხორციელებაში.
ღონისძიების ფარგლებში, საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა შეხვედრა გამართა კოსტა-რიკის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან, მანუელ ტოვართან. მხარეებმა გამოხატეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა.
ამასთან, ნიკოლოზ სახვაძემ შეხვედრები გამართა ჰონდურასის პრეზიდენტთან, ნასრი ასფურასთან, ასევე არგენტინისა და ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრებთან - პაბლო კირნოსა და მარიო ლუბეტკინთან.
