ზაზა გაბუნია ელ-სალვადორის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ელჩი ზაზა გაბუნია ელ-სალვადორის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს, დოქტორ ფელიქს ულოას შეხვდა.
მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოსა და ელ-სალვადორს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული ურთიერთობების მზარდი დინამიკა და განიხილეს ხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები.