ელჩის შეხვედრა კინტანა როოს შტატის ეკონომიკის განვითარების მდივანთან
2024 წლის 1 მარტს საქართველოს ელჩი ზაზა გაბუნია, მექსიკის კინტანა როოს შტატში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკური განვითარების მდივანს, კარლა ალმანსა ლოპესს შეხვდა. მხარეებმმა ისაუბრეს საქართველოს რეგიონებსა და კინტანა როოს შტატს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე.
აღსანიშნავია, რომ კინტანა როოს შტატი მექსიკის ყველაზე პოპულარული ტურისტული რეგიონია წელიწადში დაახლოებით 20 მილიონი ტურისტით.