საქართველოს ელჩი მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს შეხვდა
მ.წ. 21 ოქტომბერს საქართველოს ელჩმა, ნატალია კორძაიამ შეხვედრა გამართა მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, სესილია ვილიანუევა ბრაჩოსთან.
მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებსა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზების შესაძლებლობებსა და მრავალმხრივ ფორმატებში ჩამოყალიბებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე.
ხაზი გაესვა საქართველოსა და მექსიკას შორის არსებულ მეგობრულ კავშირებს და აღინიშნა, რომ მომავალ წელს ქვეყნები დიპლომატიური ურთიერთობების 35-ე წლისთავს ზეიმობენ.
