Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

აკრედიტებულია დომინიკის რესპუბლიკაში, გვატემალის რესპუბლიკაში, ჰონდურასის რეპუბლიკაში, იამაიკაში, პანამის რესპუბლიკაში, კოსტა-რიკის რესპუბლიკაში, ელ-სალვადორის რესპუბლიკასა და ბელიზში

საქართველოს ელჩი მექსიკის დეპუტატთა პალატის საქართველო-მექსიკის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

29 სექტემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნატალია კორძაიამ შეხვედრა გამართა მექსიკის შეერთებული შტატების დეპუტატთა პალატის საქართველო-მექსიკის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან, მიგელ ანხელ სანჩეს რივერასთან, და ჯგუფის წევრებთან.
 
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობები. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზე.
აღსანიშნავია, რომ მექსიკის დეპუტატთა პალატის საქართველო-მექსიკის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი აერთიანებს ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს.