საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ქ. სან პედრო სულაში საქართველოს საპატიო საკონსულოს ახალი ოფისის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
2026 წლის 18 თებერვალს, ჰონდურასის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ნიკოლოზ სახვაძემ ქ. სან პედრო სულაში საქართველოს საპატიო საკონსულოს ახალი ოფისის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ცერემონიის შემდეგ, საქართველოს საპატიო კონსულის ნორა შმიდის პატრონაჟით, საპატიო კონსულების ასოციაციის საზეიმო მიღება გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას, ნიკოლოზ სახვაძემ ხაზი გაუსვა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების კუთხით საპატიო კონსულების საქმიანობის როლსა და მნიშვნელობას.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა შეხვედრა ნიკოლოზ სახვაძესა და ჰონდურასის ეკონომიკური განვითარების მინისტრს ედი ორდონიეს შორის. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჰონდურასს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჰონდურასის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, ფერნანდო ანტონიო ფორტინი და საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი, აჩიკო გაგუა.
