საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სესიაში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ, როგორც მუდმივმა დამკვირვებელმა ქვეყანამ, მონაწილეობა მიიღო ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 56-ე სესიაში (ქ. პანამა).
ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ საკითხთა დირექტორატის ამერიკის დეპარტამენტის უფროსი, მარიკა ლალიაშვილი შეხვდა პანამის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის გენერალურ დირექტორს, ალეხანდრო მენდოსას.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა, რეგიონული პოლიტიკა, მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების შესაძლებლობლები და როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთიბების შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს თანამშრომლობას ლათინური ამერიკის რეგიონთან და საქართველოს როლს ევროპისა და აზიის დაკავშირების თვალსაზრისით.
