მექსიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული პანამის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა
2024 წლის 29 აგვისტოს საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, ნიკოლოზ სახვაძე შეხვდა მექსიკის შეერთებულ შტატებში პანამის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს, ერიკ კახარ გრიმასს. საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, რეგიონალურ პოლიტიკას, პანამის ახალი ხელისუფლების მიზნებს, გამოწვევებს და დიპლომატიურ მისიებს შორის ტრადიციული საქმიანი და მეგობრული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.