Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

აკრედიტებულია დომინიკის თანამეგობრობაში, დომინიკის რესპუბლიკაში, გვატემალის რესპუბლიკაში, ჰონდურასის რეპუბლიკაში, სენტ-ვინსენტსა და გრენადინებში, იამაიკაში, პანამის რესპუბლიკასა და კოსტა-რიკის რესპუბლიკაში

 
2024 წლის 20 სექტემბერს, ბელიზში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა, ზაზა გაბუნიამ შეხვედრები გამართა, ბელიზის გენერალ-გუბერნატორთან, ფრიოლა ცალამთან, პრემიერ-მინისტრთან, ჯონი ბრისენიოსთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფრენსის ფონსეკასთან.
 
შეხვედრებზე საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკას და მრავალმხრივ ფორმატებში ქვეყნებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. ელჩმა მადლობა გადუხადა ბელიზის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე გამოთქვა საქართველოსა და ბელიზს შორის მეგობრული კავშირების შემდგომი გაღრმავების სურვილი.