Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

აკრედიტებულია დომინიკის რესპუბლიკაში, გვატემალის რესპუბლიკაში, ჰონდურასის რეპუბლიკაში, იამაიკაში, პანამის რესპუბლიკაში, კოსტა-რიკის რესპუბლიკაში, ელ-სალვადორის რესპუბლიკასა და ბელიზში

საქმეთა დროებითი რწმუნებული შეხვდა მატიას რომეროს სახელობის დიპლომატიური ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორს

2026 წლის 4 მარტს, საქმეთა დროებითი რწმუნებული, ნიკოლოზ სახვაძე შეხვდა მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მატიას რომეროს სახელობის დიპლომატიური ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორს, მონიკა ვალდესს.
 
შეხვედრისას ისაუბრეს საელჩოსა და დიპლომატიურ ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის, ერთობლივი საგანმანათლებლო-შემეცნებითი და კულტურული პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე.
 
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საელჩოს პირველი მდივანი, აჩიკო გაგუა და ინსტიტუტის დიპლომატიურ მისიებთან მუშაობის კოორდინატორი, მარლენ ვარგასი.