საქმეთა დროებითი რწმუნებული შეხვდა მექსიკის კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს
2026 წლის 27 აპრილს საქმეთა დროებითი რწმუნებული, ნიკოლოზ სახვაძე შეხვდა მექსიკის კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, კარლოს პეიმბერტ მორენოს.
განიხილეს კულტურის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები, ღონისძიებების ორგანიზების შესაძლებლობები, ორი ქვეყნის კულტურის სამინისტროებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები.
