Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

აკრედიტებულია დომინიკის რესპუბლიკაში, გვატემალის რესპუბლიკაში, ჰონდურასის რეპუბლიკაში, იამაიკაში, პანამის რესპუბლიკაში, კოსტა-რიკის რესპუბლიკაში, ელ-სალვადორის რესპუბლიკასა და ბელიზში

საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მექსიკის ეროვნულ ავტონომიურ უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა

2026 წლის 20 მაისს მექსიკის ეროვნულ ავტონომიურ უნივერსიტეტში (UNAM), საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ნიკოლოზ სახვაძემ წაიკითხა ლექცია თემაზე - „საქართველო: დამოუკიდებლობის აღდგენიდან თანამედროვეობამდე“.
 
ევროპული კვლევების ცენტრის სტუდენტებსა და მოწვეულ ექსპერტებთან შეხვედრისას ნიკოლოზ სახვაძემ ისაუბრა საქართველოს ისტორიაზე, კულტურაზე, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყნის განვითარების ქრონოლოგიასა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე.