Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

აკრედიტებულია დომინიკის რესპუბლიკაში, გვატემალის რესპუბლიკაში, ჰონდურასის რეპუბლიკაში, იამაიკაში, პანამის რესპუბლიკაში, კოსტა-რიკის რესპუბლიკაში, ელ-სალვადორის რესპუბლიკასა და ბელიზში

საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული პანამის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გამართულ მიღებას დაესწრო

მექსიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, ნიკოლოზ სახვაძე პანამის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ხავიერ მარტინეს-აჩას მიერ გამართულ მიღებას დაესწრო.
 
ღონისძიება პანამის საგარეო საქმეთა მინისტრის მექსიკაში ვიზიტისას გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს პანამაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმა (რეზიდენციით ქ. მეხიკო).
 
ღონისძიების ფარგლებში, პანამის საგარეო უწყების ხელმძღვანელსა და საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულს შორის შედგა ორმხრივი შეხვედრა, რომლის დროსაც განიხილეს საქართველოსა და პანამას შორის ურთიერთობების დინამიკა და თანამშრომლობის პერსპექტივები.
 
ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებაზე, მაღალი დონის ვიზიტების და შეხვედრების განხორციელების მნიშვნელობაზე და მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთმხარდაჭერის გაგრძელებაზე.