საქართველოს ელჩი მექსიკის მიგრაციის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელს შეხვდა
2026 წლის 30 სექტემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ნატალია კორძაია შეხვდა მექსიკის შეერთებული შტატების მიგრაციის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელს, სერხიო სალომონ სესპედეს პერეგრინას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და მექსიკას შორის მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებს. მხარეები შეთანხმდნენ უწყებათაშორისი დიალოგის გაძლიერებაზე, მექსიკაში მოგზაურობით დაინტერესებული, ტრანზიტით მყოფი თუ ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საკონსულო დაცვის უზრუნველყოფისა და შესაბამისი მომსახურების ეფექტურად გაწევის მიზნით.
