ზაზა გაბუნია გვატემალის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ბილატერალური ურთიერთობების გენერალურ დირექტორს შეხვდა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გაბუნია, გვატემალის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, გვატემალის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ბილატერალური ურთიერთობების გენერალურ დირექტორს, ელჩ ლინსი ერნანდეს დე მუნიოსს შეხვდა.
მხარეებმა შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთმხარდაჭერის პოლიტიკა, ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.