საქმეთა დროებითი რწმუნებული ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
2026 წლის 16 თებერვალს, ჰონდურასის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქმეთა დროებითი რწმუნებული, ნიკოლოზ სახვაძე ქ. ტეგუსიგალპაში შეხვდა ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, პამელა ანდალ რივერას.
შეხვედრისას ისაუბრეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოსა და ჰონდურასს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, აგრეთვე, მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები.
