Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

აკრედიტებულია დომინიკის რესპუბლიკაში, გვატემალის რესპუბლიკაში, ჰონდურასის რეპუბლიკაში, იამაიკაში, პანამის რესპუბლიკაში, კოსტა-რიკის რესპუბლიკაში, ელ-სალვადორის რესპუბლიკასა და ბელიზში

საელჩომ მექსიკის ეროვნული პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტებს უმასპინძლა

2026 წლის 31 მარტს საქართველოს საელჩომ უმასპინძლა მექსიკის ეროვნული პოლიტექნიკური ინსტიტუტის (Instituto Politécnico Nacional) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებს.
 
შეხვედრისას საქმეთა დროებითი რწმუნებული, ნიკოლოზ სახვაძე სტუდენტებს ესაუბრა საქართველოს ისტორიის, კულტურისა და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ.