საქმეთა დროებითი რწმუნებული ქ. სან პედრო სულას მერს და სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
ჰონდურასის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქმეთა დროებითი რწმუნებული, ნიკოლოზ სახვაძე შეხვდა ქ. სან პედრო სულას მერს, რობერტო კონტრერასს, აგრეთვე, სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს, კარიმ კუბაინსა და პალატის წევრებს.
განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საპატიო კონსული, ნორა შმიდი და საელჩოს პირველი მდივანი, აჩიკო გაგუა.
