Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

აკრედიტებულია დომინიკის თანამეგობრობაში, დომინიკის რესპუბლიკაში, გვატემალის რესპუბლიკაში, ჰონდურასის რეპუბლიკაში, სენტ-ვინსენტსა და გრენადინებში, იამაიკაში, პანამის რესპუბლიკასა და კოსტა-რიკის რესპუბლიკაში

ელჩის სამუშაო შეხვედრა მექსიკის ტურიზმის მინისტრთან, მიგელ ტორუკო მარკესთან

მიმდინარე წლის 5 აპრილს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მექსიკაში, ზაზა გაბუნიამ, სამუშაო შეხვედრა გამართა მექსიკის ტურიზმის მინისტრთან, მიგელ ტორუკო მარკესთან. 

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ქვეყნების ტურისტული პოტენციალი და ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ როგორც საქართველოს, ისე მექსიკის ეკონომიკაში ტურიზმი განსაკუთრებულ როლს თამაშობს.


მექსიკას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული ინდუსტრია აქვს, წელიწადში თითქმის 27 მილიარდი ამერიკული დოლარის შემოსავლით. პანდემიამდე (2019 წლის მონაცემებით) მექსიკას 98 მილიოანმდე საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა.


შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა პრეზენტაცია საართველოს კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობების, ზოგადად ქვეყნის  ტურისტული პოტენციალის და სამომავლოდ დაგეგმილი ქმედებების შესახებ.