Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

აკრედიტებულია დომინიკის რესპუბლიკაში, გვატემალის რესპუბლიკაში, ჰონდურასის რეპუბლიკაში, იამაიკაში, პანამის რესპუბლიკაში, კოსტა-რიკის რესპუბლიკაში, ელ-სალვადორის რესპუბლიკასა და ბელიზში

ელჩის შეხვედრა მექსიკის სენატის ევროპის კომიტეტის თავმჯდომარესთან, სენატორ გაბრიელა ბენავიდეს კობოსთან

მიმდინარე წლის 22 თებერვალს, საქართველოს ელჩმა მექსიკაში - ზაზა გაბუნიამ, შეხვედრა გამართა მექსიკის სენატის ევროპის კომიტეტის თავმჯდომარესთან, სენატორ გაბრიელა ბენავიდეს კობოსთან. 

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და მექსიკის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული თანამშრომლობა და სამომავლოდ საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები. 

კომიტეტის თავმჯდომარეს ელჩმა ასევე გააცნო საქართველოს მიერ განხორციელებული ქმედებები ევროინტეგრაციის მიმართულებით.