Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

აკრედიტებულია დომინიკის თანამეგობრობაში, დომინიკის რესპუბლიკაში, გვატემალის რესპუბლიკაში, ჰონდურასის რეპუბლიკაში, სენტ-ვინსენტსა და გრენადინებში, იამაიკაში, პანამის რესპუბლიკასა და კოსტა-რიკის რესპუბლიკაში

უნესკოს მსოფლიო კონფერენცია კულტურული პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების შესახებ MONDIACULT 2022

მიმდინარე წლის 28-30 სექტემბერს მექსიკის დედაქალაქში გაიმართა იუნესკოს მსოფლიო კონფერენცია კულტურული პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების შესახებ MONDIACULT 2022, რომელსაც ასევე ესწრებოდა საქართველო. 

თემატურ სესიაზე  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დამსწრე საზოგადოების წინაშე ვიდეომიმართვით წარსდგა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა იუნესკოს და მექსიკის მთავრობას გაწეული შრომისა და ღონისძიების ორგანიზებისათვის. მან ისაუბრა კულტურის ახალი კოდექსის ინიციატივის შესახებ, რომლის საშუალებითაც, სქართველოში უკეთ იქნება დაცული კულტურული მემკვიდრეობა, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ადგილზე ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს საელჩო, მექსიკის შეერთებული შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის - ზაზა გაბუნიას ხელმძღვანელობით. 

კონფერენციის დასასრულს მიღებულ იქნა ერთიანი დეკლარაცია, რომელიც ითვალისწინებს მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებების ფონზე კულტურის სფეროს ხელშეწყობას და მის ადაპტირებას ახალ გამოწვევებზე.