საქმეთა დროებითი რწმუნებული და საელჩოს პირველი მდივანი ქ. მეხიკოს მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობათა გენერალურ კოორდინატორს შეხვდნენ
24 მარტს საქმეთა დროებითი რწმუნებული, ნიკოლოზ სახვაძე და საელჩოს პირველი მდივანი, აჩიკო გაგუა შეხვდნენ ქ. მეხიკოს მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობათა გენერალურ კოორდინატორს, მარია დელ როსიო ლომბერა გონსალესს და საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გენერალურ დირექტორს, ამანდა ფლეტი მარტინესს.