Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

აკრედიტებულია დომინიკის რესპუბლიკაში, გვატემალის რესპუბლიკაში, ჰონდურასის რეპუბლიკაში, იამაიკაში, პანამის რესპუბლიკაში, კოსტა-რიკის რესპუბლიკაში, ელ-სალვადორის რესპუბლიკასა და ბელიზში

საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს

საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს

19 აგვისტოს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნატალია კორძაიამ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, ჯონატან ჩაიტს.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის 18 წლისთავთან დაკავშირებით

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის 18 წლისთავთან დაკავშირებით

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფით, განახორციელა საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია და მათი ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.  დღესაც, ოკუპაციის 18 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მეტიც, რუსეთი აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში, აგრძელებს მათი მილიტარიზაციის პროცესს და აქტიურად დგამს ნაბიჯებს მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ.

საქმეთა დროებითი რწმუნებული მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის ახალ გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქმეთა დროებითი რწმუნებული მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის ახალ გენერალურ დირექტორს შეხვდა

31 ივლისს, საქმეთა დროებითი რწმუნებული, ნიკოლოზ სახვაძე შეხვდა მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის ახალ გენერალურ დირექტორს, სესილია ვილანუევა ბრაჩოს.

საქართველოსა და მექსიკას შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მეხუთე რაუნდი გაიმართა

საქართველოსა და მექსიკას შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მეხუთე რაუნდი გაიმართა

2026 წლის 26 ივნისს, ქ. მეხიკოში, გაიმართა საქართველოსა და მექსიკას შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მეხუთე რაუნდი. ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ საკითხთა დირექტორატის ამერიკის დეპარტამენტის უფროსი, მარიკა ლალიაშვილი, ხოლო მექსიკურ მხარეს, მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი, სერხიო ხუარესი.

საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სესიაში

საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სესიაში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ, როგორც მუდმივმა დამკვირვებელმა ქვეყანამ, მონაწილეობა მიიღო ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 56-ე სესიაში (ქ. პანამა). ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ საკითხთა დირექტორატის ამერიკის დეპარტამენტის უფროსი, მარიკა ლალიაშვილი შეხვდა პანამის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის გენერალურ დირექტორს, ალეხანდრო მენდოსას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“. საგრანტო პროგრამის მიზანია ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა, საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.

 საქართველოს საელჩოში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

საქართველოს საელჩოში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

26 მაისს მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში გაიმართა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება, რომელსაც ესწრებოდნენ მექსიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ქართული დიასპორის, მასმედიის, საზოგადოებრივი და საქმიანი წრეების წარმომადგენლები.

საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მექსიკის ეროვნულ ავტონომიურ უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა

საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მექსიკის ეროვნულ ავტონომიურ უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა

2026 წლის 20 მაისს მექსიკის ეროვნულ ავტონომიურ უნივერსიტეტში (UNAM), საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ნიკოლოზ სახვაძემ წაიკითხა ლექცია თემაზე - „საქართველო: დამოუკიდებლობის აღდგენიდან თანამედროვეობამდე“.

საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მონაწილეობა მიიღო კოსტა-რიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის ღონისძიებებში

საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მონაწილეობა მიიღო კოსტა-რიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის ღონისძიებებში

2026 წლის 8 მაისს, ქ. სან-ხოსეში, საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ნიკოლოზ სახვაძემ მონაწილეობა მიიღო კოსტა-რიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ლაურა ფერნანდესის ინაუგურაციასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ღონისძიებებში.

საქმეთა დროებითი რწმუნებული შეხვდა მექსიკის კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს

საქმეთა დროებითი რწმუნებული შეხვდა მექსიკის კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს

2026 წლის 27 აპრილს საქმეთა დროებითი რწმუნებული, ნიკოლოზ სახვაძე შეხვდა მექსიკის კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, კარლოს პეიმბერტ მორენოს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“. კონკურსის მიზანია ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ასევე, დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების აქტიური ჩართულობით.